Saturday, June 11, 2016

"მე ვიკვლევ გარემოს"

სკოლაში არსებული მეტეოროლოგიური სადგურის გამოყენებით კლუბის წევრები აკვირდებოდნენ ამინდს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სკოლის მოსწავლეები მსგავს კვლევას აკეთებენ. შეგახსენებთ სკოლაში მეტეოროლოგიური სადგური 2013-2014 სასწავლო წელს დამონტაჟდა.
კლუბმა "ტონთიომ" გააკეთა მიღებული შედეგების ანალიზი და ერთმანეთს შეადარა 2 წლის წინანდელი დაკვირვების შედეგებს. ამინდში აღიღნიშა საკმაო ცვლილება.
ჩვენი მკვლევარები მომავალ სასწავლო წელსაც განაგრძობენ საქმიანობას. :)




"იმოგზაურე ქვეყნის გარშემო"

პროექტი "იმოგზაურე ქვეყნის გარშემო" კლუბის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა უამრავი აქტივობა - წარმოსახვითი მოგზაურობა აფრიკაში, წარმოსახვითი მოგზაურობა საქართველოს ნაკრძალებში, გაკეთდა კედლის გაზეთები და შემდეგ მათი პრეზენტაციები. დაიგეგმა ლაშქრობები, რომელთა მარშრუტებიც კლუბის წევრებმა შეიმუშავეს.






სტალინის სახლ-მუზეუმში

ჩვენ გავაგრძელეთ ჩვენი მოგზაურობა ქალაქის გარშემო. ამეჯრად კი სტალინის სახლ-მუზეუმში გავჩერდით. ალბათ, ამ სახლ-მუზეუმის შესახებ ყველას აქვს გაგონილი მაინც. სწორედ აქ დაიბადა იოსებ ჯუღაშვილი. ეს მუზეუმი, შეიძლება ითქვას, ქალაქის სავიზიტო ბარათია.
ექსკრუსია მუზეუმში ძალიან საინტერესო გამოდგა. გავეცანით სტალინსდროინდელ საქართველოს მოწყობას (სხვათაშრის უმარავი ტურისტი დაგვხვდა). ამ ვიზიტის მიზანი ქვეყნის წარსულის უკეთ გაცნობა იყო, რომელსაც მივაღწიეთ კიდეც.

შემეცნებითი ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში

მნიშვნელოვანია იცოდე საკუთარი ქვეყნის ისტორიული ძეგლები. ამიტომაც კლუბი "ტონთიო" შემეცნებითი ვიზიტით ეწვია ქ. გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმს.







ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება უამრავი ექსპონატი. ყველა მათგანი თავისებურად მნიშვნელობანია.      მუზეუმში გამოფენილიაუძველესი ხანის იარაღები, მონეტები ხელნაკეთი ნივთები და კიდევ უამრავი რამ, რისი ჩამოთვლაც არ შემიძლია. ამ ვიზიტის მიზანი იყო გავცნობოდით ჩვენი ქვეყნის კულტურას შორეულ წარსულში.

"ჩემი ქალაქის ძველი ქუჩები"

                                                        "ჩემი ქალაქის ძველი ქუჩები" 
ქალაქები ადამიანებს ჰგვანან. იბადებიან, ვითარდებიან, სახეს იცვლიან, საკუთარი ბიოგრაფია აქვთ და გარკვეულ კვალს ტოვებენ. ასე იყო გორის შემთხვევაშიც. ქალაქის დაბადების პერიოდად ზოგი ადრეულ საუკუნეებს მიიჩნევს, ზოგი კი შუა საუკუნეებს, მაგრამ პირველმოსახლეები ქალაქის თავდაცვითი ფუნქციიდან გამომდინარე უპირობოდ ციხის გარშემო უნდა დასახლებულიყვნენ. ქალაქიც სწორედ ძველი ქუჩებიდან იწყება რამდენიმე ნახევარწრედ რომ განლაგებულან ციხის სამხრეთ ფერდობის ძირში და ერთ უბანს ქმნიან - ციხისუბანს.

არავინ იცის როდის დაექვა პირველად სახელები ყველაზე ძველ ქუჩებს ან რის მიხედვით რადგან მრავალგზის ამაოხრებელ ომებს შეეწირა პირველი ცნობები, ისევე როგორც მოგვიანებით გორის მიწისძვრას - ქალაქის ყველაზე ადრეული პერიოდის სახლები. როგორც პროფესორი ელდარ მამისთვალაშვილი აღნიშნავს თავის მონოგრაფიაში, მე-19 საუკუნემდე გორში ქუჩები კი არა "შესახვევები" უნდა ყოფილიყო, ალბათ იმ სახელწოდებებით, რა საქმიანობასაც ამ შესახვევების ბინადარნი ეწეოდნენ.
ქ. გორში უამრავი ქუჩაა, რომლის შესახებ თვითონ გორელებმაც კი არ იციან, თუმცა რამდენიმე საუკუნის წინათ ისინი სიცოცხლით ჩქეფდნენ. კასტელის ქუჩა და სიმონ I - ის ქუჩები შეიძლება ბევრი თქვენგანისთვის უცხო იყოს, თუმცა ეს ქუჩები დიდ ისტორიას ინახავენ.

სწორედ ამ ქუჩებზეა შემონახული, შეიძლება ითქვას, მთელს გორში ერთ-ერთი უძველესი სახლი. სახლის ეზოში შემორჩენილია უძველესი მარანი. ეს სახლი ტერ-სტეფანოვებს ეკუთვნოდათ. სახლის ძველი პატრონების შესახებ ინფორმაცია არც სახლის ამჟამინდელ მფლობელს ჰქონდა.  


კლუბმა "ტონთიომ" აღნიშნულ ქუჩებზე მოამზადა პრეზენტაცია. კლუბის წევრებმა ინფორმაცია სხვადასხვა ისტორიული წყაროებიდან მოიძიეს, ჩაატარეს კვლევა მოსახლეობაში და წარადგინეს პრეზენტაცია, რომელიც ჩვენი ქალაქის ისტორიულ ქუჩებს თვალსაჩინოდ აღწერს.




ყველაფერი აქედან იწყება

2015-2016 სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სკოლა ლიცეუმში კლუბების ბუმი დაიწყო. ერთ-ერთია ჩვენი კლუბიც- მოგზაურთა კლუბი "ტონთიო". სექტემბრის თვეში ჩატარდრა კლუბის პირველი სხდომა.  ძვირფასო მკითხველო! ჩვენ უამრავ ძალიან საინტერესო აქტივობას გპირდებით. ერთად "აღმოვაჩინოთ, ვიმოგზაუროთ და შევინარჩუნოთ" !! :)