კლუბის მიზანია მოსწავლეთა სამოქალაქო აქტიურობის ფორმირება არასაგაკვეთილო ფორმებით. საქართველოს სხვადასხვა კუთხეების უკეთ შესწავლა-დაახლოება. საქართველოს და უცხო ქვეყნების ხალხთა ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა და ა. შ.
მნიშვნელოვანია იცოდე საკუთარი ქვეყნის ისტორიული ძეგლები. ამიტომაც კლუბი "ტონთიო" შემეცნებითი ვიზიტით ეწვია ქ. გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება უამრავი ექსპონატი. ყველა მათგანი თავისებურად მნიშვნელობანია. მუზეუმში გამოფენილიაუძველესი ხანის იარაღები, მონეტები ხელნაკეთი ნივთები და კიდევ უამრავი რამ, რისი ჩამოთვლაც არ შემიძლია. ამ ვიზიტის მიზანი იყო გავცნობოდით ჩვენი ქვეყნის კულტურას შორეულ წარსულში.
No comments:
Post a Comment