Saturday, June 11, 2016

"ჩემი ქალაქის ძველი ქუჩები"

                                                        "ჩემი ქალაქის ძველი ქუჩები" 
ქალაქები ადამიანებს ჰგვანან. იბადებიან, ვითარდებიან, სახეს იცვლიან, საკუთარი ბიოგრაფია აქვთ და გარკვეულ კვალს ტოვებენ. ასე იყო გორის შემთხვევაშიც. ქალაქის დაბადების პერიოდად ზოგი ადრეულ საუკუნეებს მიიჩნევს, ზოგი კი შუა საუკუნეებს, მაგრამ პირველმოსახლეები ქალაქის თავდაცვითი ფუნქციიდან გამომდინარე უპირობოდ ციხის გარშემო უნდა დასახლებულიყვნენ. ქალაქიც სწორედ ძველი ქუჩებიდან იწყება რამდენიმე ნახევარწრედ რომ განლაგებულან ციხის სამხრეთ ფერდობის ძირში და ერთ უბანს ქმნიან - ციხისუბანს.

არავინ იცის როდის დაექვა პირველად სახელები ყველაზე ძველ ქუჩებს ან რის მიხედვით რადგან მრავალგზის ამაოხრებელ ომებს შეეწირა პირველი ცნობები, ისევე როგორც მოგვიანებით გორის მიწისძვრას - ქალაქის ყველაზე ადრეული პერიოდის სახლები. როგორც პროფესორი ელდარ მამისთვალაშვილი აღნიშნავს თავის მონოგრაფიაში, მე-19 საუკუნემდე გორში ქუჩები კი არა "შესახვევები" უნდა ყოფილიყო, ალბათ იმ სახელწოდებებით, რა საქმიანობასაც ამ შესახვევების ბინადარნი ეწეოდნენ.
ქ. გორში უამრავი ქუჩაა, რომლის შესახებ თვითონ გორელებმაც კი არ იციან, თუმცა რამდენიმე საუკუნის წინათ ისინი სიცოცხლით ჩქეფდნენ. კასტელის ქუჩა და სიმონ I - ის ქუჩები შეიძლება ბევრი თქვენგანისთვის უცხო იყოს, თუმცა ეს ქუჩები დიდ ისტორიას ინახავენ.

სწორედ ამ ქუჩებზეა შემონახული, შეიძლება ითქვას, მთელს გორში ერთ-ერთი უძველესი სახლი. სახლის ეზოში შემორჩენილია უძველესი მარანი. ეს სახლი ტერ-სტეფანოვებს ეკუთვნოდათ. სახლის ძველი პატრონების შესახებ ინფორმაცია არც სახლის ამჟამინდელ მფლობელს ჰქონდა.  


კლუბმა "ტონთიომ" აღნიშნულ ქუჩებზე მოამზადა პრეზენტაცია. კლუბის წევრებმა ინფორმაცია სხვადასხვა ისტორიული წყაროებიდან მოიძიეს, ჩაატარეს კვლევა მოსახლეობაში და წარადგინეს პრეზენტაცია, რომელიც ჩვენი ქალაქის ისტორიულ ქუჩებს თვალსაჩინოდ აღწერს.




No comments:

Post a Comment