კლუბის წესდება


წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმი
სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ფენიქსი“
წესდება
1.ზოგადი დებულებები:
1.1 წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოგზაურთა კლუბი ,,ტონთიო“ დაფუძნებულია ნანა წიწუაშვილის მიერ.
1.2 კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით და თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.
1.3 კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, დევიზი.
1.4 კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო. ქ.გორი დ. ჭონქაძის ქ # 2.




2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1 საზოგადოებრივი და საუბუნებისმეტყველო საგნების განვითარება;
2.2 ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;.
2.3. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება;
2.2 მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება;
2.4 კულტურული, სპორტული ღონისძიებების ორგანიზება;
2.5 კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების, კონკურსების ორგანიზება;
2.6 კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.




3. კლუბში გაწევრიანება :
3.1 კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის VIII – XII კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3.3 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით).
3.4 კლუბის წევრებზე გაიცემა კლუბის წევრის მოწმობა.
3.5 კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის ლიდერის მიერ, სკოლის გეოგრაფიის პედაგოგთან შეთანხმებით.
3.6 კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი საქმიანობის თაობაზე.
3.7 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
3.8 კლუბის წევრებს ეკრძალება იმოქმედონ ორგანიზაციის სახელით კლუბთან ან სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე.
3.9 კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
3.10 კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს და სკოლის დამთავრების შემდეგ.


4.კლუბის სტრუქტურა, მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
4.1 კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა არაუმეტეს ოცი მოსწავლისაა;
4.2 კლუბს შეიძლება ჰყავდეს ლიდერი, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარმოადგინოს კლუბი მესამე პირთან/პირებთან ურთიერთობისას, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება, დანიშნოს და გაათავისუფლოს კლუბის წევრები, დანიშნოს კლუბის წევრებისაგან ერთ-ერთი მოადგილედ, გაანაწილოს ფუნქიები, მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნების მისაღწევად.
4.3 ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად
4.4 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით: დამტკიცოს სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდება, აირჩიოს ან ვადაზე ადრე გადააყენოს თავმჯდომარე.
4.5 კლუბის ლიდერი ირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით.
4.6 ერთი და იგივე კანდიდატი კლუბის ლიდერად შეიძლება არჩეულ იქნას 2 ვადით.


5. კლუბის მუშაობა
5.1 კლუბი იკრიბება თვეში ერთხელ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
5.2 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 2/4 ;
5.3 კლუბის შეკრებები ფორმდება ოქმით.




6. კლუბის ქონება:
კლუბის ქონება და სახსრები იქმნება:
6.1 იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შემოწირულობებით.
6.2 გრანტებით.
6.3 სხვა კანონიერი საქმიანობით მიღებული შემოსავლებით.
6.4 კლუბის ქონების გამოყენება დაიშვება საწესდებო მიზნებისა, სასკოლო და საქველმოქმედო საქმიანობის შესასრულებლად.




7. კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა:
7.1 კლუბის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გამოყოფა გარდაქმნა) ხორციელდება ამ დებულებით .
7.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდება:
7.3 სკოლის საერთო კრების გადაწყვეტილებით.
7.4 მიზნების მიღწევის შემთხვევაში.




8. დასკვნითი დებულება:
8.1 წესდება ძალაში შედის კლუბის საერთო კრების ოქმის დამოწმების დღიდან.
8.2 ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.
გორი. დ. ჭონქაძის ქუჩა # 2.
24.09. 2015 წელი






No comments:

Post a Comment