კლუბის მისია

მოგზაურთა კლუბი ,,ტონთიოს“ მისია

სასკოლო მოგზაურთა კლუბი ,,ტონთიო" დაფუძვნებულია წმ. გიორგის სახელობის სკოლის ადმინისტრაციის მიერ, მოსწავლეების აქტიურად ჩართვისთის საზოგადოებრივ  ცხოვრებაში.
მოგზაურთა კლუბი  მოსწავლეებისათვის წარმოადგენს სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის,სპორტის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას. კლუბში საქმიანობით მოსწავლეები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ სკოლისა და თემისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში, უკეთესობისაკენ შეცვალონ გარემო, აწარმოონ თანატოლთა საგანმანათლებლო კამპანიებიშეხვდნენ  გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მათთან ერთად განიხილონ  ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.  კლუბის მიზანია მოსწავლეთა სამოქალაქო აქტიურობის ფორმირება არასაგაკვეთილო ფორმებით. საქართველოს სხვადასხვა კუთხეების უკეთ შესწავლა-დაახლოება. საქართველოს და უცხო ქვეყნების ხალხთა ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა. საჭიროების შემთხვევაში ახდენენ შესაბამის სტრუქტურებში ამა თუ იმ საკითხის შესახებ ადვოკატირებას.
კლუბში მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარება მომავალი წარმატებული ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, ასევე ჯანსაღი ცხოვრების გათავისება/დამკვიდრებაში.

რა მიმართულებებით მუშაობს სასკოლო მოგზაურთა კლუბი ,,ტონთიო“
 კლუბი ძირითადად ორი მიმართულებით მუშაობს: პირველი მიმართულება - თეორიულ საკითხებზე მუშაობა, მეორე კი- პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობა.  მოსწავლეები იძენენ თეორიულ ცოდნას საქართველოს, მსოფლიოს გეოგრაფიული მდებარეობის, რელიეფის თავისებურებების, მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების, ეკოლოგიური პრობლემების შესახებ.  ამ მიზნით შესაძლოა, მოსწავლეებმა მოიწვიონ განსახილველი საკითხის სპეციალისტი ,რომელმაც შეილძლება ერთჯერადი დახმარება გაუწიოს წევრებს ან ჩაატაროს ლექციების კურსი ან ტრენინგი.

მეორე მიმართულებით კი მოსწავლეებს შეუძლიათ თეორიული მუშაობისას მიღებული ცოდნის პრაქტიკაშ გამოყენება.ამ დროს კლუბის წევრებს თვითონაც უვითარდებათ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები.გარდა ამისა, შესაძლოა, კლუბის მიერ განხორციელებულმა ნებისმიერმა პროექტმა მოსახლეობას საზოგადოებრივი საქმიანობის მნიშვნელობა დაანახოს, შეცვალოს მათი დამოკიდებულება საზოგადოებრივი საქმიანობის მიმართ და გაზარდსო ჩართულობა.

No comments:

Post a Comment